სასწავლო პროექტი


 ჩვენი  საკვები

პროექტის  მთავარი  იდეა: ეკოლოგიურად  სუფთა  პროდუქტის  მნიშვნელობა  ჯანმრთელობისათვის  და  ზრდა-განვითარებისათვის. 

პროექტის  აქტუალობა:  მოსწავლეები  მიიღებენ  კონკრეტულ  ცოდნას  საკვების  შესახებ.  გაიგებენ  რა  განსხვავებაა ნედლეულსა  და  პროდუქტს,  ცხოველურ  და მცენარეულ  საკვებს  შორის.  რატომ  არის  აუცილებელი  ჯანსაღი  პროდუქტის  მიღება.  შეძლებენ   დაახარისხონ  საკვები  პროდუქტი  სარგებლიანობის  მინედვით.  ჩამოუყალიბდებათ  სწორი  დამოკიდებულება  კვების  მიმართ.  განუვითარდებათ  კვლევა-ძიების,  თანამშრომლობის, ინტერვიუს  აღების  უნარ-ჩვევა.

 პროექტის  მიზნები:  კონკრეტული  ცოდნის  მიღება  საკვების  შესახებ,  კვების  პროდუქტების  დახარისხება  სარგებლიანობის  მიხედვით, კვლევა-ძიები, თანამშრომლობის, ინტერვიუს  აღების  უნარ -ჩვევის  განვითარება.

მონაწილეთა  ასაკი:  9-10  წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:   7-8 დღე.

მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას:  ფოტომასალა,  სარეკლამო   ბროშურები,  ნახატები,  პლაკატი,  ფოტოალბომი.

პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  ბიბლიოთეკა,  ფოტოაპარატი, კომპიუტერი, სოფლის  ექიმი,  მოსახლეობა.
პროექტის  მსვლელობა  ( ძირითადი  აქტივობები ):   I დღე : მასწავლებელი  ესაუბრება  მოსწავლეებს  საკვებ  პროდუქტებზე ,  მათ  სარგებლიანობაზე.  მოსწავლეები  ცდილობენ  გაიხსენონ  რა  იციან  ამ  თემის  შესახებ  და  შეარჩევენ  მთავარ  თემას.  მასწავლებელი  კლასს  აძლევს  რჩევებს, რეკომენდაციებს, მიუთითებს  კონკრეტულ  წყაროებს,  თუ  სად  და  როგორ  მოიძიონ  ინფორმაცია.  
II  დღე :  მასწავლებელი  ყოფს  კლასს  ჯგუფებად  და  აძლევს  შესაბამის  დავალებებს :
I ჯგუფი :  გაიგონ  რა  განსხვავებაა  ნედლეულსა  და  პროდუქტს  შორის, მოიძიონ  ინფორმაცია  თუ  რა  გზას  გაივლის  ნედლეული  პროდუქტის  მიღებამდე,  ინტერნეტში  მოიძიონ  შესაბამისი  ფოტომასალა.
II  ჯგუფი: მოიძიონ  ცხოველური  და  მცენარეული  წარმოშობის  საკვები  პროდუქტების  სია, დაახარისხონ,  შეადგინონ  დღის  ჯანსაღი  კვების  რაციონი,  დაამზადონ  სარეკლამო  ბუკლეტი, ჯანსაღ  კვებასთან  დაკავშირებით.  შექმნან  ნახატები.
III  ჯგუფი:  მოიძიონ  ინფორმაცია  თუ  რომელი  საკვები  ნედლეული  მოჰყავთ  თავიანთ  სოფელში,  მიიღონ  მონაწილეობა  სოფლის  ყოფა-ცხოვრებაში.  გადაიღონ  სურათები  და  შექმნან  ფოტოალბომი.
IV ჯგუფი: ინტერვიუ  სოფლის  ექიმთან ჯანსაღი  კვების  მნიშვნელობის  შესახებ.აწარმოონ  სოფლის  მოსახლეობის  გამოკითხვა  პროდუქტების  სარგებლიანობის  შესახებ. შექმნან  პლაკატი, სადაც  დალაგებული  იქნება  საკვები  პროდუქტები  სარგებლიანობის  მიხედვით.
დავალებების  განაწილების  შემდეგ  ხდება  პროექტის  გეგმის  შემუშავება  ჯგუფში.  ვინ არის  პასუხისმგებელი  კონკრეტულ  საქმიანობაზე,  ვინ, რას და  როდის  აკეთებს?  როგორ  უნდა  წარიმართოს  პროექტის   მიმდინარეობა.
III დღე:   მასწავლებლი ამოწმებს    მოსწავლეების  მიერ მოპოვებუ ლ ინფორმაციას,  აძლევს რჩევებს,  რეკომენდაციებს,  საჭიროების  შემთხვევაში  ეხმარება  მათ.  მოსწავლეები  აანალიზებენ  ინფორმაციას  და  იწყებენ  პირველი  ჩანაწერების  კეთებას.
IV  დღე :   ვიზიტი  სოფლის  ექიმთან  და  ინტერვიუს  აღება.  სოფლის  მოსახლეობის  გამოკითხვა.
V დღე:  მონაწილეობის  მიღება  სოფლის  ყოფა-ცხოვრებაში  და სურათების  გადაღება.
VI  დღე:    სარეკლამო  ბუკლეტისა
 და  პლაკატის  შექმნა, ნახატებისა  და ფოტოების  დახარისხება, ფოტოალბომის  შექმნა.
VII დღე:  მასწავლებელი  ამოწმებს  ჯგუფების  მიერ   წარმოდგენილ   პროდუქტს, აძლევს,  რჩევებს.  მოსწავლეები  ჯგუფში  აჯერებენ  მოპოვებულ  ინფორმაციას  და  აძლევენ  საბოლოო  სახეს.
VIII  დღე.   პროექტის   პრეზენტაცია   და  შეფასება.

საგნებთან  /  საგნობრივ  ჯგუფებთან   / ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:   ბუნება / ხელოვნება .
ბუნ: IV. 9  მოსწავლეს  შეუძლია  პირადი  და  საზობადოებრივი  ჰიგიენის  წესების  დაცვა.
ბუნ: IV.11. მოსწავლეს  შეუძლია  გარემოზე  ზრუნვის  ელემენტარული  წესების  დაცვა.
ხელოვნება
ს.გ. IV. 1. მოსწავლეს  შეუძლია  გამოიყენოს  სახვითი  ხელოვნების  ძირითადი  ელემენტები  და   პრინციპები  ნამუშევრის  შექმნისას.
ს.გ. IV. 5. მოსწავლეს  შეუძლია  დაგეგმოს  და  შეასრულოს  სხვადასხვა  სამუშაო.

პროექტის  ხელმძღვანელი:  თინათინ  ქინქლაძე.

ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა:  tinatinqinqladze@gmail.com